17 იანვარს ქუთაისში თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, აქაც წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

თოვლია მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

მესტიაშიც უმეტესად მზიანი დღე და -4 გრადუსი, ღამით კი -19 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი დღისით -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაიწევს.

+3 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -13 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -19 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -14 გრადუსი იქნება. აქაც მოთოვს.

გუდაურში მოთოვს. დღისით -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -19 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +3 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

რუსთავში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *