იანვარ-მარტში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 - რუსეთის მოქალაქეა. ამავე პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთაგან 52 პირი არის თურქეთის მოქალაქე, ირანის - 31, ავღანეთის - 17, ეგვიპტის - 16.

რაც შეეხება სტატუსის მინიჭებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთაგან წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი სულ 51-მა პირმა მიიღო, მათგან უკრაინის 13-მა და რუსეთის არცერთმა მოქალაქემ, ასევე ავღანეთის 21-მა და იემენის 7-მა მოქალაქემ.

ლტოლვილის სტატუსი მოცემულ პერიოდში არც უკრაინის და არც რუსეთის მოქალაქეებს არ მინიჭებიათ. ეს სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 9 მოქალაქემ მიიღო, მათ შორის არიან ეგვიპტის, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეები.

სამ თვეში სტატუსის მინიჭებაზე უარი უცხო ქვეყნის 194 მოქალაქეს ეთქვა, მათ შორის რუსეთის 10 და უკრაინის არცერთ მოქალაქეს. ასევე, სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო ირანის 50-მა, ეგვიპტის 30-მა, თურქეთის 21-მა და იორდანიის 14-მა მოქალაქემ.

ამავე პერიოდში, საქართველოდან უცხო ქვეყნის სულ 40 მოქალაქე გააძევეს, საიდანაც 4 რუსეთის მოქალაქეა. გაძევებულთა შორის ასევე არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ სამ თვეში განსაკუთრებულად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რუსეთიდან და უკრაინიდან. კერძოდ, გასული 2021 წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უკრაინის მხოლოდ 3, ხოლო რუსეთის 54 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ცენტრში 21 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე
სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
17:02 / 27.05.2022
ქუთაისის ცენტრში 21 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც
მომხმარებელთა უკმაყოფილება მოჰყვა.
12:26 / 27.05.2022

ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მომხმარებელთა უკმაყოფილება მოჰყვა.

26 მაისს ქუთაისის მცხოვრებლებს და ქუთაისის სტუმრებს სხვადასხვა
სახის ღონისძიებებს შეუძლიათ დაესწრონ.
15:32 / 26.05.2022
26 მაისს ქუთაისის მცხოვრებლებს და ქუთაისის სტუმრებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს შეუძლიათ დაესწრონ.
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში სამხედრო გამოფენა
მიმდინარეობს.
14:34 / 26.05.2022
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში სამხედრო გამოფენა მიმდინარეობს.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
16:53 / 25.05.2022


26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 33 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 17 - 26 °C
img
ფოთი 17 - 23 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 15 - 31 °C
img
ბორჯომი 13 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება"-ექიმების აქცია ქუთაისში
ქუთაისში მომუშავე ექიმებმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით აქცია გამართეს.
18:15 / 04.05.2022
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას დათანხმდა
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.
16:59 / 10.05.2022
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი დაიკავებს
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.
12:49 / 09.05.2022
პოლიტიკის სიახლეები
პარტია ,,მოქალაქეებმა", ქუთაისელების პრობლემების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
21:44 / 27.05.2022
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
,,საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები-საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში’’-ირაკლი კობახიძე
15:21 / 27.05.2022
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გვიან ღამით, გონება დაკარგა - დიმიტრი საძაგლიშვილი
17:24 / 25.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ქუთაისის მერიაში ისევ შეიქმნება კულტურის სამსახური, ასევე - არქიტექტურის სამსახური
16:44 / 25.05.2022
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.