ქუთაისში სასტუმრო ,,მანდარიამ” არ მიიღო რუსი ტურისტები, რომლებიც გაზპრომის წარწერებიანი და გეორგიევსკის ტრაქტატის ლენტით გაფორმებული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

სასტუმროში ამბობენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო სიმბოლოებით გადაადგილდებიან, არ მოემსახურებიან.

სასტუმროს ხელმძღვანელის, დავით მანდარიას თქმით, რუსი ტურისტების საქართველოში შემოშვება თავიდანვე შეცდომა იყო და შეცდომაა ისიც, როცა მათ ყველა კაფე და სასტუმრო ემსახურება.

,,თქვენ ხედავთ, რომ საქართველოში ბევრი რუსი ტურისტია და ყველა ემსახურება, რაც სწორად არ მიმაჩნია. თავიდანვე არ უნდა შემოეშვათ საქართველოში. მათ სასაზღვრო ზონა ჩვენს ქვეყნაში გახსნილი აქვთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გახსნილი სასაზღვრო ზონა რუსეთში. თავიდან სატელეფონო ჯავშანი გააკეთეს,. როცა სასტუმროში მოვიდნენ, მე იქ არ ვიმყოფებოდი, თუმცა კამერებით გადავამოწმე ვინ იყო მოსული და როცა რუსულწარწერებიანი ავტომობილი დავინახე, თანამშრომელს ვუთხარი არ მიეღო. კარში შემოსულები უკან გავაბრუნეთ, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა. ვიხელმძღვანელოთ საქართველოს კანონმდებლობით, რადგან ვიცით, რომ გაზპრომის წარწერები და გეორკიევსკის ლენტი ოკუპაციის სიმბოლოდ ითვლება, “-ამბობს დავით მანდარია.

რუსი ტურისტები ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლოებით გაფორმებული ავტომობილით ქუთაისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *