ქუთაისში უკრაინიდან დევნილი ოჯახი გაქურდეს.

წაღებულია 4500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას ბავშვები სკოლაში ჰყავდა წაყვანილი. ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.

,,შოკში ვარ, აქ ასეთ რამეს არ ველოდი. იმედია, პოლიცია დაგვეხმარება. ყველაფერი წაიღეს, რაც გქონდა. მე ბევრი ფული არ მქონია, მაგრამ ის თანხა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ძალიან გამიჭირდება’’-ამბობს დაზარალებული აქსანა პატრიუკი.

შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *