სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატად ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძეა წარდგენილი
საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა.

სახალხო დამცველობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. მათ შორის ერთ-ერთი ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძეა. ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც საზოგადოებას თავის პროგრამას და ხედვებს წარუდგენს.


,,სახალხო დამცველის კანდიდატად თავი 3 მიზეზის გამო წარვადგინე: პირველი- მინდა ეს პროცესი უფრო მრავალფეროვანი იყოს; მეორე- მსურს რეგიონებიდანაც იყვნენ წარდგენილი ადამიანები და რეგიონები მეტად იყვნენ ჩართულები საქართველოს საერთო პროცესებში; მესამე- ვხედავ ჩემს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, ვარ მზად სახალხო დამცველობისთვის. ვაპირებ გავმართო შეხვედრები და საზოგადოებას ჩემი ხედვები გავაცნო. სანამ პროგრამას წარვადგენ, მანამდე გეტყვით, რომ ჩემი ხედვები სახალხო დამცველის ფუნქციებს უკავშირდება და სახალხო დამცველის ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვაა. მინდა ეს პროცესი მრავალფეროვანი იყოს, სწრაფად და ოპერატიულად დავიცვათ ადამიანის უფლებები, მეტი შუამავლობა დაეკისროთ შესაბამის უწყებებს ადამიანის უფლების დაცვის საკითხში. ვფიქრობ, სახალხო დამცველობის შანსი 19-ივე კანდიდატს გვაქვს, ოღონდ ამისთვის აქტიური მუშაობაა საჭირო. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე აქტიური მუშაობა და ეს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთი ნაწილია, ჩემი ამ პროცესში ჩართვა ამითაც არის განპირობებული, რადგან მსურს საქართველომ შეასრულოს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,’’-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.


ნუგზარ კოხრეიძე ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ის 25 წელია არასამთავრობო სექტორში მუშაობს.


გთავაზობთ სახალხო დამცველობის კანდიდატების სრულ სიას:


1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი

2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს "არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი

3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი

5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

6. თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი

7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი

8. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე

9. ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

10. ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე

11. გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი

12. სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი

13. მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ "ხალხის ხმა“ დამფუძნებელი

14. ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

15. ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

16. ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი

17. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი

18. იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი

19. ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ქუთაისში მცხოვრები
ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების შესაფასებლად კვლევა
ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
16:27 / 06.12.2022

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების შესაფასებლად კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ქუთაისში მცხოვრები
ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების შესაფასებლად კვლევა
ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
16:22 / 06.12.2022

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების შესაფასებლად კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა.
14:52 / 06.12.2022
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა.
14:47 / 06.12.2022

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა.

,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან
გათავისუფლების საკითხზე შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები,
ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
18:28 / 05.12.2022
,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები, ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - სუსი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
12:24 / 09.11.2022
რუსეთმა ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგა, ჯამში 77 950 - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

12:35 / 09.11.2022
,,დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს''-ცენტრ ,,ემპათიის'' ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა.

12:08 / 18.11.2022
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ,,სიმღერის აკადემია'' მოეწყობა
ქუთაისში თამარ მეფის N 97-ში მდებარე შენობა შპს ,,სიმღერის აკადემიას'' გადაეცა.
17:24 / 15.11.2022
გრიპის ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება
დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება.
12:01 / 15.11.2022
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა, ევროს კურსი კი 2.8432 ლარია.
11:43 / 16.11.2022
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა.
14:43 / 29.11.2022
პოლიტიკის სიახლეები
"ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი" - გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს
15:46 / 08.12.2022
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს თავისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
,,მიხეილ სააკაშვილის ბედს ივანიშვილი წყვეტს''-ზურაბ ჯაფარიძე
15:35 / 08.12.2022
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - "გირჩი-მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა", ენმ-სთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა.
,,მიხეილ სააკაშვილი არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. ის ცდილობს, რომ გადარჩეს''-ეკა ხერხეულიძე
14:50 / 07.12.2022

,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება და ყველამ, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული მისთვის საკვების მიღება.

 ,,ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ამასაც ზოგჯერ ვერ ინარჩუნებს'' - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
13:03 / 07.12.2022

ვივა მედის კლინიკური დირექტორი უარყოფს სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში კვებასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არსებობს.

ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 10 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 8 - 13 °C
img
თელავი -1 - 6 °C
img
მესტია -8 - 1 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი -3 - 7 °C
img