ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე მუშაობას აჩერებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მუშაობის შეჩერების მიზეზი ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაა. ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისში ოპერირებენ, ფრენებს დროებით თბილისიდან შეასრულებენ.

ასევე, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Flyarystan კვირაში 7 სიხშირით იფრენს, Wizz Air კვირაში 39 რეისს შეასრულებს, Wizz Air Abu-Dhabi კვირაში 4 ფრენას შეასრულებს, ხოლო Belavia ბათუმის აეროპორტში არსებულ რეისებს 3 სიხშირეს დაამატებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *