ზაზა ფაჩულია “ყველა ვარსკვლავის”

სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა. “ყველა ვარსკვლავის” გუნდების მონაწილეთა ვინაობა გამთენიისას, ოფიციალურად ტელეარხ TNT-მ გამოაცხადა. მას მხარი კალათბურთელებმა და მედიამ არ დაუჭირა. შედგეად კალათბურთელთა გამოკითხვაში მან მე-12 ადგილი აიღო, ხოლო მედიის გამოკითხვით მე-10 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ კი იგი დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში გამოკითვის შედეგად სასტატრტო ხუთეულები ასე გამოიყურება: აღმოსავლეთი კონფერენცია – კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.დასავლეთი კონფერენცია – ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.
მწვრთნელებმა “ყველა ვარსკვლავის” დარჩენილი 7-7 მოთამაშე უნდა აირჩიონ. შესაბამისად შესაძლოა ქართველი კაპიტანის “ყველა ვარსკვლავში”მოხვედრის შანსი კიდევ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *