ქუთაისში კრივის საერთაშორისო ტურნირი

ჩატარდება. კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2, 3, 4 და 5 მაისს გაიმართება. ქუთაისის მერიამ სპორტული ღონისძიების ორგანიზებისათვის 10 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ,,მიმწოდებელი” ვალდებულია ტურნირის მონაწილეები უზრუნველყოს სასტუმრო მომსახურებითა (55 პირი 4 დღე) და კვებით დღეში სამჯერ.  სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• სასტუმროს უნდა ჰქონდეს 3 ადგილიანი 19 ნომერი.
• ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდენცირება (24 საათი), სასტუმროში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უკაბელო ინტერნეტი არანაკლებ 1 მგ/წმ სასტუმროს ნებისმიერ წერტილში.
• ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური პროდუქტები (საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვა) და თეთრეული;
• ფასების ცხრილში მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები – შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. ასევე, არანაკლები მითითებული მოცულობისა.
• მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის დამხმარე პროდუქტებს, როგორიცაა: პური, შაქარი და სხვა.
• საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
• თითოეული პროდუქტის ულუფის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ საშუალო და დანართში მითითებულ მონაცემებს.
• დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება.
• ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
• ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად.
სატენდერო წინადადებების იწყება 12 აპრილს დაიწყო და 18 აპრილს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *