სარაგბო კლუბ ,,წყალტუბო”-ს

მორაგბეები ვალენსიის კლუბ ,,Tavernesi”-ს ღირსებას დაიცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის facebook გვერდი ავრცელებს.

გიორგი ლომინაძე და ზვიადი გუდაძე თამაშს ესპანეთში გააგრძელებენ. 

“ჩვენი ბიჭები ვალენსიის კლუბ ,,#Tavernesi”-ს ღირსებას დაიცავენ. კლუბის სახელით ვულოცავთ ბიჭებს და წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უფრო ვრცლად სპორტსმენების ესპანეთში გადასვლისა და სარაგბო კლუბ “წყალტუბოს” შესახებ ვრცელ ინფორმაციას რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *