წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდი

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრა. გუნდმა საერთაშორისო საგზური საქართველოს სასკოლო ჩემპიონატში გამარჯვების გზით მოიპოვა.კულტურისა და სპორტის სამინისტროში გუშინ ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია გაიმართა. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.

გუშინ სპოერტსმენებს სხვა სკოლების გუნდებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, სასკოლო სპორტისა და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტები: კოტე ამირეჯიბი და ზურაბ კაკაბაძე შეხვნენ. კონსტანტინე ამირეჯიბმა გუნდს საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა. 

წყალტუბოს მერმა გაწეული სამუშაოსა და გუნდის მომზადებისათვის მწრთვნელები ნადეჟდა სიხარულიძე და ნოე გოგიძე მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *