სპორტი
ბავშვთა საკალათბურთო ტურნირი Junior NBA–GBF ლიგის დივიზიონის მატჩები ქუთაისშიც ჩატარდება
საქართველოში ჯუნიორ NBA – GBF ლიგის მორიგი, მე-3 სეზონი იწყება. ტურნირი, რომელშიც 11-12 წლის ასაკის მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობენ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან და აშშ-ის საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, ასევე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით და ფედერაციის სპონსორების მხარდაჭერით ტარდება.

როგორც  რადიო "ძველ ქალაქს" აცობეს, 15 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ლიგის კენჭისყრის ცერემონიას უმასპინძლა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 გუნდს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე შეირჩნენ, NBA-ის მონაწილე გუნდების სახელები მიენიჭა, შედეგად კი გუნდები საქართველოს ქალაქების მიხედვით 6 დივიზიონში გადანაწილდნენ.

დივიზიონების მატჩებს თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ბათუმი და ქუთაისი მაისისა და ივნისის თვეში უმასპინძლებენ, ფინალური ეტაპი კი ივნისის მიწურულს თბილისში გაიმართება.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, სახელოვანმა ქართველმა კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა, ეროვნული ნაკრების წევრებმა და ვეტერანებმა, ამერიკის საზღვაო ქვეითმა სერჟანტებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, მსახიობებმა, კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

ჯუნიორ NBA ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელშიც 34 ქვეყნიდან 7 მილიონი ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს.

საქართველოში პროექტი უკვე მესამედ ხორციელდება და ჯამში ჯუნიორ NBA – GBF ლიგაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 70-მდე გუნდის 1000-მდე მონაწილეა ჩართული.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს
16:52 / 30.07.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
ვალუტა
EUR
EUR
2.9299
TRY
TRY
0.4452
USD
USD
2.5773
«« აგვისტო  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 19 - 31 °C
img
ქუთაისი 20 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img