სპორტი
რეაბილიტაციის შემდეგ რ. შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. საპროექტრო დოკუმენტაციის შესადგენად 35 ათასი ლარია გამოყოფილი. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რებილიტაციის ფარგლებში რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს სამთავრობო ლოაჟას, რომელიც 100 კაცზე იქნება გათვლილი, გარემონტდება საშხაპეები, გასხდელები, მსაჯების, დელეგატების ოთახები, დოპინგკონტროლის ოთახი, სამედიცინო ოთახი, მასპინძელი გუნდისათვის უნდა მოეწყოს მასაჟის ოთახი.

უნდა გაკეთდეს მსაჯთა და ფეხბურთელთა მოედანზე გასასვლელის გადახურვა. მესამე სართულზე მოეწყობა პრესლოჟა, რომელიც 60 ადგილზე იქნება გათვლილი, საკომენტატორო 10 ადგილით, 30 ადგილზე გათვლილი სივრცე ჟუნრალისტებისათვის, 10 ადგილიანი სივრცე ფოტორეპორტიორებისათვის, საკონტროლო და ტელესტუდიის ოთახები, 50 ადგილიანი საპრესკონფერენციო დარბაზი, ტორპედოს ისტორიის საგამოფენოს სივრცე და ბარი, სტუმარი გუნდის გუნდის გულშემატკივრებისათვის სამედიცინო ოთახი, ვიაიპ სივრცე სტუმრებისათვის, 150 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი, სტადიონის ტერიტორიაზე გარემონტდება საპირფარეშოები და ა.შ.  

მოედნის საფარს ფეხბურთის ფედერაცია მოაწყობს. 

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სამუშაოების ჩასატარებლად 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.


მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე კი წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. 


იხ. სტადიონიზე ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურნირი 19
აპრილს დასრულდება.
15:26 / 18.04.2019
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურნირი 19 აპრილს დასრულდება.
წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი
13:03 / 17.04.2019
წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი
ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის კრივის
ტურნირი დასრულდა.
18:04 / 10.04.2019
ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის კრივის ტურნირი დასრულდა.
ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველაძემ, ბათუმში მიმდინარე
12:33 / 08.04.2019
ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველაძემ, ბათუმში მიმდინარე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 7 - 19 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019