სპორტი
ნინო სალუქვაძემ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
პეკინში გამართულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და ტოკიო 2020-ის პირველი ქართველი ლიცენზიანტი გახდა.როგორც რადიო "ძველ ქალაქს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებას  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კომიტეტის ხელმძღვანელები, სროლის სახეობათა ფედერაციისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა  სტუმრები ესწრებოდნენ. ლერი ხაბელოვმა ნინო სალუქვაძეს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა.

"წელს დაიწყო ოლიმპიური ლიცენზიების გაცემა ჩვენი სპორტის სახეობაში. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე, რომ პირველივე სალიცენზიო შეჯიბრში, სადაც ჩვენი დელეგაცია მიღებდა მონაწილეობას, ავიღებდი ლიცენზიას.ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე, ფინალში მოვხვდი და იქ ჩემს თავსაც ვეუბნებოდი, უნდა იბრძოლო ბოლომდე იმიტომ, რომ შანსის გაშვება ხელიდან არ შეიძლება. ვიცოდი, რომ სამს ჰქონდა ლიცენზია აღებული 8 ფინალისტიდან, მაგრამ მეოთხესაც ჰქონია აღებული, კორეიელ მონაწილეს დელიში გამართულ მსოფლიო თასზე. ჩემი მეტოქე იყო 5 არალიცენზირებული სპორტსმენი. მხოლოდ ორი ლიცენზია თამაშდებოდა და საჭირო იყო ბრძოლა ბოლომდე."- განაცხადა ნინო სალუქვაძემ. 


სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს. 









FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის
,,ტორპედო
14:35 / 16.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო"
ქუთაისის ,,ტორპედოს
12:12 / 12.07.2019
ქუთაისის ,,ტორპედოს" მწვრთნელმა ყაზახეთში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში
11:53 / 12.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო"
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს
11:47 / 11.07.2019
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს
ფინანსური პრობლემების მიუხედავად ქუთაისის ,,ტორპედო
15:09 / 08.07.2019
ფინანსური პრობლემების მიუხედავად ქუთაისის ,,ტორპედო" ,,ორდაბასთან" შესახვედრად ემზადება.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 17 - 30 °C
img
ქუთაისი 18 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019