"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ფინანსებთან ერთად ახალი ფეხბურთელების მოძებნაც მიმდინარეობს. 

"დღეს ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი ჩაერიცხათ. ვინც წავიდა გუნდიდან, ალბათ უნდოდათ წასვლა და წავიდნენ. შევთავაზეთ მათ ხელფასები, გვინდოდა დარჩენილიყვნენ და არ დარჩნენ. ზოგი "დინამოში" წავიდა და ზოგი სადღაც წავიდა. ვინც დარჩა სახეზე არიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს. გავაგრძელებთ ჩვეულებრივად ბრძოლას უეფაზეც და საქართველოს ჩემპიონატზეც. მოლაპარაკება ქართველ ფეხბურთელებთან და უცხოელებთან მიმდინარეობს. ცოტა დრო გვაქვს და ამ დროში მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კარგი ფეხბურთელები," - განაცხადა რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ. 

მისივე თქმით, დარჩენილი სახელფასო დავალიანების დარიცხვაც მალე მოხდება და პრობლემები არ შეიქმნება. 

ზაალ ჩაჩავას თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინელ ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გუნდის სპონსორობასთან დაკავშირებით. გუნდის პრეზიდენტი იმედოვნებს რომ მოლაპარაკებები "ტორპედოს" სასარგებლოდ დასრულდება. 

შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც "ტორპედოს" ფეხბურთელები ტოვებენ.   კონტრაქტი დაუმთავრდა და წავიდა ალექსანდრ აზაცკი. გუნდი დატოვა მამუკა კობახიძემ. ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მერაბ გიგაურიც დაემშვიდობა. ის კარიერას უცხოეთში გააგრძელებს, გუნდი ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ და რიჩარდ ლუკამაც დატოვეს.


ამავე თემაზე: 


"ჩაჩავა უნდა წავიდეს" - "ტორპედოს" გულშემატკივრება აქცია გამართეს


"ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს"


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ტორპედოსა
10:52 / 07.08.2020
,,ტორპედოსა" და ,,თელავის" ფეხბურთელებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. 6 აგვისტოს,
,,ტორპედოსა
10:04 / 07.08.2020
,,ტორპედოსა" და ,,თელავის" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 43-ე წუთზე ანგარიში
,,ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ
10:37 / 06.08.2020
,,ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - ამ წარწერიანი მაისურებით ,,ტორპედოსა"
ქუთაისის ,,ტორპედო
10:32 / 06.08.2020
ქუთაისის ,,ტორპედო" ,,თელავს" დაუპირისპირდება. მატჩი 6 აგვისტოს, 21 საათზე, რამაზ
იმერეთის კრივის ფედერაციას ირაკლი გვენეტაძე
12:18 / 28.07.2020
იმერეთის კრივის ფედერაციას ირაკლი გვენეტაძე
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 22 - 28 °C
img
სოხუმი 21 - 31 °C
img
ფოთი 23 - 28 °C
img
თელავი 20 - 32 °C
img
მესტია 11 - 21 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
ადიდებული მდინარე რიონი (კადრები ქუთაისიდან)
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდდა.
09:48 / 29.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
"აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის" - თეა წულუკიანი
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში  შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა სტუდენტებსა და 17-წლამდე ახალგაზრდებს
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას