სპორტი
"ტორპედო" "ლოკომოტივთან" დამარცხდა
"ტორპედო" "ლოკომოტივთან" დამარცხდა. ეროვნული ლიგის მატჩი წყალტუბოში გაიმართა. "ლოკომოტივი" 71-ე წუთზე ლაშა გვალიამ დააწინაურა, ხოლო 86-ე წუთზე "ტორპედოს" კარში მეორე გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

ფინანსური კრიზის გამო ქუთაისის გუნდი ფეხბურთელებმა დატოვეს. გიორგი ქიმაძემ, ლევან გეგეჭკორმა, მამუკა კობახიძემ, ოლექსანდრ აზაცკიმ, მერაბ გიგაურმა, ამბროსი ჩაჩუამ, ნოდარ ქავთარაძემ, რიჩარდ ლუკამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები "ჰულინგ ჯგუფის" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა. მისივე განცხადებით, ფეხბურთელებს ამ ეტაპზე მხოლოდ 2 თვის ხელფასი ჩაურიცხეს.

"ტორპედოს" პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას თავიდან ვარაუდობს. ზაალ ჩაჩავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულება გაფორმდება "ტორპედოს" გაცილებით იმაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე ჰქონია.

რადიო "ძველი ქალაქი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქუთაისის "ტორპედოს" წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს . გუნდმა რამდენიმე დღეში ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. "ტორპედოს" მეტოქე კახაბერ ცხადაძის "ორდაბასი" იქნება.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ტორპედო
11:51 / 19.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ტორპედო" ,,ორდაბასთან"
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის
,,ტორპედო
11:22 / 18.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო"
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის
,,ტორპედო
14:35 / 16.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო"
ქუთაისის ,,ტორპედოს
12:12 / 12.07.2019
ქუთაისის ,,ტორპედოს" მწვრთნელმა ყაზახეთში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში
11:53 / 12.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო"
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019