სპორტი
,,ტორპედოზე" პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთის ფედერაცას სთხოვენ
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდი დატოვა. როგორც კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან ვგებულობთ, გუნდი ქალაქის მერიის ბალანსზე დაბრუნდება და სპონსორს თავად მოძებნის.

გასულ თვეებში, როდესაც ,,ტორპედოს" გულშემატკივრები გუნდში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ და ჩაჩავას წასვლას მოითხოვდნენ, მათ ქალაქის მერი შეხვდათ. მაშინ გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს. ქუთაისის მერიაში საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ ,,ტორპედოზე" პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღოს, რადგან ქალაქის ბიუჯეტი ამას ვერ შეძლებს.

,, ,,ტორპედოს" რათქმაუნდა უნდა მოვუაროთ. ქუთაისს სჭირდება ძლიერი საფეხბურთო გუნდი. მერიის ბალანსზე გუნდის დაბრუნება მიმაჩნია, რომ იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. როდესაც 350 მილიონზე მეტი იხარჯება ცენტრალური ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარებისათვის და კალაძე და მისი მეგობრები ამ ფულს საკუთარი შეხედეულებებისამებრ ხარჯავენ, კეთილი ინებონ და ქუთაისის ,,ტორპდეო" შეინახონ. მითუმეტეს ჩაჩავა და მისი კომპანია არის მთავარი დამფინანსებელი. წლების განმავლობაში ფული მათ შენახვასა და მათ პრემიებზე იხარჯება. სწორედ ფეხბურთის ფედერაცამ უნდა შეინახოს კლუბი.  ქალაქის ბიუჯეტი ვერ აწევს ამას, მაგრამ ქალაქის მერიის დანაშაული არის ის რომ ქალაქის მერს ყურადღება არ გაუმახვილებია ,,ტორპედოს" პრობლემებზე."- განაცხადა გიგა შუშანიამ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
14:45 / 18.09.2019
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
17:43 / 17.09.2019
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
ქუთაისის ,,ტორპედოში
11:54 / 17.09.2019
ქუთაისის ,,ტორპედოში" ფინანსური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ამ ფონზე მათ 16 სექტემბერს
,,ტორპედოსა
11:45 / 17.09.2019
,,ტორპედოსა" და ,,საბურთალოს" შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019