Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

სპორტი
,,თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება"- ,,ტორპედოს" მწვრთნელი ინვესტორების შესახებ
ქუთაისის ,,ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აცხადებს, რომ ფრანკფურტის ,,აინტრახტის" აქციონერები ქუთაისში 3-4 დღეში დაბრუნდებიან. მწვრთნელის განცხადებაში, რომელსაც გუნდის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ წერია:

,, გერმანული "აინტრახტის" აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს.

მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან - "ტორპედოს" გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.

3-4 დღეში "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ... თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება." - აცხადებს ჩხეტიანი. 


ფრანკფურტის ,,აინტრახტის" აქციონებმა, რომლებიც ქუთაისის ,,ტორეპდოთი" არიან დაინტერესებული, გუნდის ფინანსური დოკუმენტები მოითხოვეს. მერიამ მათ შესაბამისი დოკუმენტები გადასცა.

აქციონერებმა ქუთაისის მერიას ,,ტორპედოზე" პასუხისმგებლობის აღების სანაცვლოდ 4 პუნქტიანი პირობა წაუყენეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ქუთაისის ,,ტორპედო
10:50 / 20.05.2020
,,ქუთაისის ,,ტორპედო" დღემდე ფინასურ კრიზისშია, ხოლო მის ყოფილ მფლობელს კი
,,ტორპედო
15:29 / 17.03.2020
,,ტორპედო" მზადაა საჭიროების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზა საკარანტინო
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის