ყოველი სეზონის ბოლოს, “ტორპედოს” გულშემატკივრები წლის საუკეთესო ტორპედოელს

ასახელებენ და აჯილდოვებენ. მათი გადაწყვეტილებით, წელს ერთი რომელიმე ფეხბურთელი არ დასახელებულა.  მათი გადაწყვეტილებით, 2019 წლის ,,ტორპედოელი”  ყველა ის ფეხბურთელი გახდა, ვისაც წელს თუნდაც ერთხელ მაინც ეცვა “ტორპედოს” მაისური.

,,გულშემატკივრებმა ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენთვის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი გმირია ვინც სეზონის ბოლომდე გუნდში იყო. საოცრად მძიმე წელი იყო. ვინც დარჩა, ყველამ იცოდა სად რჩებოდა. ასევე ვინც დაგვემატა, იმათმაც იცოდნენ გუნდში რა მდგომარეობაც იყო,თუმცა პრობლემების მიუხედავად არ გაგვწირეს და არ დაგვტოვეს მარტო გულშემატკივრები. ბრძოლით და შემართებით გადიოდნენ სათამაშოდ . არ შეიძლება ეს არ დავუფასოთ თითოეულ მათგანს. წელს ყველა გამორჩეული და საუკეთესო იყო ჩვენთვის. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გაწეული შრომისთვის და თავდადებისთვის.”- ამბობს ,,ტორპედოს” გულშემატკივარი ქეთა ჯალაღანია. 

შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია. ახალი ინვესტორების მოძიება მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *