ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონზე პირველ მატჩს გორის ,,დილასთან" გამართავს
12:12 / 26.02.2020
ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონზე პირველ მატჩს გორის ,,დილასთან"
გამართავს. შეხვედრა
1 მარტს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18:00
საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
მესამე საშინაო მატჩიდან თამაშებზე დასწრება კი ფასიანი
გახდება.
,,კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სეზონის პირველ ორ საშინაო
მატჩზე (1-ელ მარტს დილასთან, 11 მარტს ჩიხურასთან)
გულშემატკივრისთვის დასწრება თავისუფალი იქნება. ტორპედოს თამაშზე
დასწრება ფასიანი მესამე საშინაო მატჩიდან გახდება.ბილეთების ფასთან
დაკავშირებულ ინფორმაციას და ასევე სხვა არაერთ სიახლეს კლუბი
გულშემატკივარს მოგვიანებით გააცნობს."- წერია კლუბის ოფიციალურ
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები