ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტს ფეხბურთის ფედერაციაში განიხილავენ.

ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვიძემ განაცხადა. 

,,ცვლილებები შევიდა. ზოგი გაითვალისწინეს და ზოგი – არა. შესათანხმებელია პროექტი ფედერაციასთან. მათ უნდა გადასცენ უეფას. სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ფედერაციის შენიშვნები გავითვალისწინეთ.”- განაცხადა თამაზ კიკვიძემ. 

სტადიონს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ ქუთაისის მეოთხე კატეგორიის სტადიონი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლებელი იქნება ევროტურნირების ჩატარებაც. 

როდის დაიწყება სტადიონის სარეაბილტაციო სამუშაოები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *