საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ქუთაისელი სპორტსმენი მეორე ადგილზე გავიდა
საქართველოს ონლაინ-ჩემპიონატი სწრაფ
ჭადრაკში 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის დასრულდა. ჭაბუკთა
შორის 9-დან 8 ქულით საქართველოს 2020 წლის ჩემპიონმა ამავე ასაკობრივ
კატეგორიაში აკაკი ყალიჩავამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 7
ქულით ქუთაისელი სპორტსმენი გიორგი გიორგაძე გავიდა. მესამე
ადგილი 6,5 ქულით დენიელ საფაროვმა დაიკავა.
გოგონათა შორის პირველი და მეორე ადგილები სოფია ანთიამ და მარიამ
სიჭინავამ გაინაწილეს. მესამე ადგილზე 6 ქულით მარიამ
დოლაკიძე გავიდა.
ჭადრაკში ონლაინ ჩემპიონატი წელს პირველად ტარდება, რომელიც
საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე CHESS.COM-ზე
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები