University of Reading-ის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ 2050 წლისათვის ჩვენს პლანეტას გლობალური ენერგოსისტემის კოლაფსი ემუქრება.

უნივერსიტეტის მეტროლოგიის კათედრის მიერ შექმნილი, მზის ატმოსფეროს მაგნიტოჰირდოდინამიური მოდელის მიხედვით, 2050 წლისთვის მოსალოდნელია მზის აქტივობის მინიმუმი ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში. შედეგად ჰელიოატმოსფერა დაახლოებით მესამედით შემცირდება. მზის ატმოსფეროს შემცირება თავის მხრივ მაგნიტური ველის შესუსტებას გამოიწვევს, ეს კი ნიშნავს, რომ მაღალენერგეტიკული დამუხტული ნაწილაკები თავისუფლად გადალახავენ მას და გამოიტყორცნებიან მზის სისტემის პლანეტებისაკენ.

დამუხტული ნაწილაკების მასიური ბომბარდირების ქვეშ დედამიწის მოხვედრა, გამოიწვევს ელექტრონული მოწყობილობების უდიდესი უმრავლესობის მწყობრიდან გამოსვლას, მათ შორის იმ ტექნიკისაც, რომელზეც თანამედროვე გლობალური ენერგოსისტემის ფუნქციონირებაა დამოკიდებული.

M.J. Owens, M. Lockwood, P. Riley (2017). ‘Global solar wind variations over the last four centuries’. Scientific Reports. DOI: 10.1038/srep41548

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *