კულტურა
​ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისს" თორნიკე მარჯანიშვილი დადგამს
​ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისს" თორნიკე მარჯანიშვილი დადგამს. დრამის რეჟისორი და ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი საოპერო სპექტაკლზე პირველად მუშაობს. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქთან" საუბრისას განაცხადა საოპერო სპექტაკლზე მუშაობა მისი დიდი ხნის სურვილი იყო.

,,ფაქტიურად 40 წელია სპექტაკლებს ვდგამ და ეს პირველი შემთხვევაა.დრამატულ თეატრში ,,შერეკლიებზე" ვმუშაობდი. შემდეგ აქ, ოპერის თეატრში დაიწყო ამ სპექტაკლის აღდგენა და მაშინაც მქონდა სურვილი, მაგრამ ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, რომ აქ სხვა საქმეები იყო და ვერ მოხერხდა. ახლა უცებ, სიურპრიზივით მითხრა ქალბატონმა ირინემ, ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ,,დაისის" განახლებული ვარიანტის დადგმა გვინდა და თუ დადგამ შენ, როგორც რეჟისორი. ამაზე უარს როგორ ვეტყოდი, როცა რამდენიმე წლის სურვილი იყო. ვღელავ და მე თავად მაინტერესებს როგორი გამოვა."- განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.

ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" გასაახლებლად 30 ათასი დაიხარჯება. სპექტაკლის განახლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განახლებულ ,,დაისს" ოპერის მოყვარულები 27 დეკემბერს, თეატრის 50-ე იუბილეზე იხილავენ.

ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე წელს კიდევ ერთი სპექტაკლი, ,,ქეთო და კოტე", განაახლეს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში, პოლონეთის ყოფილი
პრეზიდენტის,
12:54 / 28.01.2020
ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის,
ქუთაისში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის
სახელობის ქართულ-პოლონურ
12:29 / 28.01.2020
ქუთაისში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონურ
ქუთაისში დავით ალადაშვილის კონეცრტი გაიმართება. კონცერტში ასევე
16:38 / 27.01.2020
ქუთაისში დავით ალადაშვილის კონეცრტი გაიმართება. კონცერტში ასევე
ახალგაზრდა პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი მარია
კანალსის ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო
13:28 / 22.01.2020
ახალგაზრდა პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი მარია კანალსის ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო
ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისის
13:51 / 20.01.2020
ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისის" მორგი საპრემიერო წარმოდგენა გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ:
ამინდი
თბილისი 0 - 9 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020