Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის მუნიციპალიტეტს 270 მილიონიანი ინვესტიციის განსახორციელებად ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის დაბრუნება ჯერ არ მოუთხოვია
ქუთაისის მუნიციპალიტეტს 270 მილიონიანი ინვესტიციის განსახორციელებად ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის დაბრუნება ჯერ არ მოუთხოვია. როგორც ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ , ინვესტიციის განხორციელების ვადა ჯერ არ გასულა.

"2016 წლის 21 მარტის N 244 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა. მოთხოვნას თან ერთვოდა შპს "აია ინტერტაიმენტის'' მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პაკეტი. თუმცა ამავე განკარგულების მე-2 მუხლის საფუძველზე თუკი ინვესტორი არ შეასრულებს ეკონომიკის სამინიტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს ქუთაისის მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდეს ქალაქს. განკარგულების შესაბამისად საკითხის კონტროლი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის ვალდებულებაა." - აცხადებენ საკრებულოში.

მათივე ინფორმაციით, რომელიმე სხვა ინვესტორზე მიწის ნაკვეთიას გაყიდვა ამ ეტაპზე არ განიხილება.

პროექტის მიხედვით, ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ,  სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსები,  რესტორნები, სამორინე,  სავაჭრო ცენტრი, აკვა-პარკი, კინოთეატრი, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსი, სათამაშო ბიზნეს სივრცე, კორტები, მსოფლიო სტანდარტების ღია სტადიონი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა უნდა მოწყობილიყო. 

შეგახენებთ, პოლიტიკური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ პროექტის განუხორციელებლობის გამო "ქართული ოცნება" მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ნაციონალური მოძრაობის
15:45 / 24.05.2020
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცადებს,
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 25 °C
img
ქუთაისი 16 - 30 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 16 - 21 °C
img
თელავი 14 - 25 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 14 - 26 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,უცხოელი ტურისტები რომ გაიგებენ ,,ქუთაისი ქალაქია“ გამოიქცევიან" - გიგა შუშანია
15:45 / 24.05.2020
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცადებს,
ხარაზოვის ბაღში შადრევნის  რეაბილიტაცია დაიწყო
10:31 / 22.05.2020
ხარაზოვის ბაღში შადრევნის